ჩვენს რეგულარულ რუბრიკაში „რჩევები“, მღვდელი ტერ ნარეკ ტიგრანიანი საუბრობს იმის შესახებ, თუ რისთვის არის საჭირო დიდი მარხვა, როგორ უნდა დავიცვათ ის სწორად, რას მივაქციოთ ყურადღება და რა მცდარი შეხედულებები არსებობს მარხვასთან დაკავშირებით.
კერძოდ, მღვდელი აღნიშნავს:
– გარდა საკვებისგან თავშეკავებისა (მცენარეული საკვების მიღებისა), ყურადღება მიაქციეთ მორალურ ქცევას მარხვის დროს – ადევნეთ თვალი საკუთარ აზრებს, არ განიკითხოთ, არ ილანძღოთ, არ იცრუოთ, აკეთოთ კეთილი საქმეები და ა.შ.
– დაესწროთ საეკლესიო ლიტურგიებს კვირაობით. მარხვის ყოველ კვირას აქვს თავისი დანიშნულება და ეძღვნება ამა თუ იმ ბიბლიურ სიუჟეტს;
– დიდი მარხვა გვჭირდება იმისთვის, რომ მისი მეშვეობით დავუახლოვდეთ ღმერთს, შესაბამისად, მარხვის შემდეგ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ახალი ჩვევებით, საკუთარი თავის კონტროლის უნარით, საკუთარი მატერიალური და მორალური საკვების კონტროლის უნარით;
– გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, რომ მარხვის დროს არ შეიძლება ნათლობა ან პილიგრიმობის (მომლოცველობის) შესრულება, ეს მცდარი შეხედულებაა, ეკლესია დიდი მარხვის დროს კრძალავს მხოლოდ მსხვერპლშეწირვის რიტუალს – მატაღს.
მასალა გამოქვეყნდა 2023 წლის 14 მარტს.