„საქართველოს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის ეპარქია ღრმა სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართველ ხალხს და სრულიად საქართველოს მოსახლეობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო“, — ნათქვამია საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის სამძიმრის ტექსტში.

როგორც კირაკოს დავთიანი სამძიმრის წერილში აღნიშნავს, ილია II-ის სახელი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერის სულიერი მამისა და ქართველი ხალხის გადარჩენის სიმბოლო.

„კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მთელი ცხოვრების გზა, მისი ერთგულება ეკლესიისადმი, სულიერი მსახურებისადმი, საკუთარი ხალხისა და მთელი კაცობრიობისადმი, წარუვლელი ასოებითაა ჩაწერილი სულიერი ცხოვრების ისტორიის ფურცლებზე. მისი სახელი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერის სულიერი მამისა და ქართველი ხალხის გადარჩენის სიმბოლო. საქართველოს სომეხთა ეპარქია, ეპარქიის წინამძღვრის — მისი ყოვლადსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის წინამძღოლობით, აღავლენს ლოცვას ღვთისადმი, რათა მან განსვენებულის სული თავისი ზეციური ნათლის ღირსი გახადოს“, — ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.