ახალქალაქში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკვეს. მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. ბრალდებულის ადვოკატის, ნუგზარ სამარჯიშვილის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს.

დაკავებულს ბრალი სსკ-ს 260-ე მუხლის მესამე ნაწილით ედება, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვას გულისხმობს. მას 8–დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

როგორც სამარჯიშვილმა გვითხრა, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლას გირასო სანაცვლოდ ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. მისივე თქმით, ბრალდებულს 2,5 კილოგრამი გამომხმარი მარიხუანას შენახვისთვის აქვს ბრალი წარდგენილი.

როგორც ბრალდებულმა პროცესზე განაცხადა, იგი მეფუტკრეა და გამომშრალი მარიხუანა ფუტკრებისთვის სჭირდებოდა.

მორიგი სასამართლო პროცესი 7 მაისს გაიმართება.

შსს-ს ინფორმაციით, გარდა ამისა, ნარკოდანაშაული ბრალდებით ნინოწმინდაში, ადიგენსა და ახალციხეში კიდევ სამი პირი დააკვეს.