არაოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე პირია დაკავებული.
ასევე, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაიჭრა 75 წლის ქალი, რომელიც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, ის ერთ-ერთი დაკავებულის დედაა.
გარდა ამისა, ადგილობრივების თქმით, ორმა პირმა — ძმებმა, დაკავებამდე საკუთარ თავს დაზიანებები მიაყენეს.