8-დან 11 მარტის ჩათვლით, გორში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 15 წლამდე ასაკის (U15) ჭაბუკთა შორის. შეჯიბრებას გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

Mijinq - 1

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ 15 წლამდე ასაკის სპორტსმენები საქართველოს ყველა რეგიონიდან – გორიდან, ქუთაისიდან, გარდაბნიდან, ამბროლაურიდან და ა.შ. ტურნირში ახალქალაქიდანაც მონაწილეობდა 3 სპორტსმენი: გევორ აკოპიანი, სარგის კარახანიანი და მირან მოსოიანი. ახალგაზრდა სპორტსმენებს ნორაირ ქრჯაციანი წვრთნის.

მირან მოსოიანი 15 წლამდე ასაკის (U15) ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, 85 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

Borba< „მირან მოსოიანს აქვს შანსი, საქართველო ევროპაზე წარადგინოს, რადგან ის „ოქროს სამეულში“ შედის. ამ სამეულში მოხვედრილ სპორტსმენებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მეტი, დაახლოებით 60-70%-იანი შანსი აქვთ“, — ამბობს ნორაირ ქრჯაციანი.