11 მარტს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკვში, ან ზაკში (როგორც მას ყოველთვის ადგილობრივები უწოდებდნენ), ჯვრის გახსნისა და კურთხევის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ამ იდეის ინიციატორები და შემსრულებლები თავად სოფლის მცხოვრებლები გახდნენ. სოფელ ზაკვში მერის წარმომადგენლის, რომან სნხჩიანის თქმით, ჯვრის დასადგმელად თანხა მთელმა სოფელმა შეაგროვა — თითოეულმა გაიღო იმდენი, რამდენიც შეეძლო. პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 60 000 ლარი დაიხარჯა. ჯვარი სოფელ ზაკის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა დაამზადა.
დიდი, ლითონის ჯვარი სოფლის მახლობლად, მცირე ბორცვზეა აღმართული.
საზეიმო გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სოფლის მცხოვრებლები და სტუმრები ესწრებოდნენ.
გახსნის სიმბოლური წითელი ლენტი სოფელ ზაკის ეკლესიის ნათლიამ, კარაპეტ იორდანიანმა და სოფელ ზაკვში მერის წარმომადგენელმა, რომან სნხჩიანმა გაჭრეს.
ჯვარი მღვდელმა მამა დავით კიურეღიანმა აკურთხა
საზეიმო ღონისძიება მანველ ოქროიანმა წარმართა.
ბორცვზე ჯვრის კურთხევის შემდეგ, სადაც სცენა იყო მოწყობილი, კონცერტი გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლმა „ჯავახეთმა“, აშუღთა სკოლის აღსაზრდელებმა და ასევე აშუღმა ალიკ ჯავახმა. ღონისძიებაზე ასევე წარდგა სომხეთიდან მოწვეული ეროვნული სიმღერების შემსრულებელი ხაჩიკ არენცი.