16 თებერვლის სხდომაზე საპარლამენტო იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ეხება გრანტებს, პოლიტიკურ საქმიანობასა და პოლიტიკურ აქტივობას.

საუბარია ცვლილებებზე, რომლებიც შედის 7 კანონში და რომელთა ამოქმედების შედეგადაც წესდება ახალი შეზღუდვები და აკრძალვები გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.

ამ მიმართულებით ცვლილებები შედის შემდეგ კანონებში: კანონი „გრანტების შესახებ“, სისხლის სამართლის კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და კანონი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“.