5 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წუღრუთში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ჩახოიანების კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. სოფლის ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ფეისბუქ-ჯგუფში ფოტოები გამოაქვეყნა და საზოგადოებას ამ ოჯახის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. გაიხსნა სპეციალური ანგარიში, სადაც მსურველებს ფინანსური დახმარების გაწევა შეუძლიათ.
ხანძარმა სრულად გაანადგურა ჩახოიანების სახლი, სადაც პენსიონერი ბებია ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობდა. ოჯახმა დაკარგა ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში ჰქონდათ დაგროვილი. ისინი ზამთრის სიცივეში ღია ცის ქვეშ დარჩნენ.
ჩახოიანებს ახლა ჩვენი თანადგომა და დახმარება სჭირდებათ. ნებისმიერ დახმარებას, რაც უნდა მცირე იყოს, მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რათა შეძლონ ცხოვრების თავიდან დაწყება და სახლის აღდგენა.
„ლიბერთი ბანკში“ ვიოლეტა ჩახოიანის სახელზე გაიხსნა სპეციალური ანგარიში. ყველას, ვინც არ არის გულგრილი და აქვს შესაძლებლობა, შეუძლია დაეხმაროს ამ ოჯახს ფეხზე დადგომაში.
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:
GE54LB0211167776760000
(Liberty Bank)