საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 94-ე კმ — 146-ე კმ (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე კვლავ შეზღუდულია.

ამავე ავტომაგისტრალის 1-ლი კმ — 94-ე კმ (კოდა–აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.