2-დან 7 თებერვლამდე ქალაქ ფოთში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი კრივში 19 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის. ახალქალაქიდან შეჯიბრებაში 7 სპორტსმენი მონაწილეობდა – 1 გოგონა და 6 ვაჟი (17–18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში). მათ მოიპოვეს ერთი ბრინჯაოს მედალი, ხოლო 3 სპორტსმენი საქართველოს კრივის ახალგაზრდულ ნაკრებში შევიდა.
ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა 200-მდე ახალგაზრდა მოკრივე საქართველოს ყველა რეგიონიდან. პირველობა ბიჭებსა და გოგონებს შორის 10-10 წონით კატეგორიაში გაიმართა.
ჩემპიონატის მომზადებასა და ჩატარებას საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია ხელმძღვანელობს. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ გუნდები ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, ქალაქიდან და რეგიონიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქელ სპორტსმენებს ოქროსა და ვერცხლის მედლები არ მოუპოვებიათ, მათ ჩემპიონატზე თავი ძალიან კარგად წარმოაჩინეს. ანა კრიკიანმა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, ის ასევე არტურ მოვსესიანთან და რუსლან ღმბოიანთან ერთად საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გადაინაცვლა.
ახალქალაქის კრივის სკოლა ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება საქართველოში და ქვეყნის, ევროპისა და მსოფლიოს მრავალი ჩემპიონი ჰყავს აღზრდილი.