საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო მაგისტრალის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურისა და გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში, ხოლო გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე — მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის (რომელსაც აქვს რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და რომლის მაქსიმალური მასა აღემატება 5 ტონას), გვირაბებში მოძრაობა განხორციელდება ცალმხრივად“, — ნათქვამია განცხადებაში.

გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა მანამდე თოვლის გამო იყო აკრძალული.