საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა.

გამოკითხვაში 100-ზე მეტი სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა.

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გახდნენ:

საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცი – ხვიჩა კვარაცხელია;

საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ეთერ ლიპარტელიანი;

საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი – გიორგი ქალდანი;

საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი – ნინა თიბილაშვილი;

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ვახტანგ ლოლუა;

საუკეთესო გუნდი – ძიუდოს ნაკრები;

საუკეთესო მწვრთნელი – ლაშა გუჯეჯიანი.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასკომმა 2025 წლის საუკეთესო ფედერაციად ძიუდოს ფედერაცია დაასახელა, ხოლო საქართველოს სპორტის სამინისტრო 2025 წლის საუკეთესო პარტნიორის პრიზით დაჯილდოვდა.

ახალგაზრდა ტყვიის მსროლელების წარმატებისთვის ჯილდო – „პერსპექტივა“ ნინო სალუქვაძეს გადაეცა.

წლის საუკეთესო სპორტსმენების გამოსავლენად საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვა 1964 წლიდან იმართება.