10 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ საქართველოში მოგზაურობისას:
2025 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან ჯამში 4,690 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებით ლიდერობენ რუსები, რომლებზეც მოდის თითქმის 15%. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეებმა გასულ წელს საქართველოში 694 მილიონი დოლარი დახარჯეს.
მეორე ადგილზე არიან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები 660.5 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებენ თურქეთის მოქალაქეები, რომლებმაც 2025 წელს საქართველოში 605.9 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს.
უფრო კონკრეტულად, მოგზაურთა ხარჯები ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
რუსეთი: 694 მილიონი აშშ დოლარი,
ევროკავშირი: 660.5 მილიონი აშშ დოლარი,
თურქეთი: 605.9 მილიონი აშშ დოლარი,
ისრაელი: 586.3 მილიონი აშშ დოლარი,
აზერბაიჯანი: 223.3 მილიონი აშშ დოლარი,
სომხეთი: 169.6 მილიონი აშშ დოლარი,
უკრაინა: 157.6 მილიონი აშშ დოლარი,
საუდის არაბეთი: 141.3 მილიონი აშშ დოლარი,
ირანი: 124.2 მილიონი აშშ დოლარი,
ბელარუსი: 89.7 მილიონი აშშ დოლარი.