19 იანვარს, სოფელ ხოსპიოში წყალკურთხევის ტრადიციული ცერემონია გაიმართა, რომელმაც სოფლის მორწმუნე მოსახლეობა გააერთიანა. მიუხედავად სუსხისა და ყინვისა, უამრავმა ადამიანმა გამოთქვა რიტუალში მონაწილეობის სურვილი და რწმენით შევიდა ყინულით დაფარულ მდინარეში.

წყალკურთხევის ცერემონია მამა ალექსანდრეს წინამძღოლობით, ლოცვით დაიწყო. ამის შემდეგ შესრულდა მდინარეში განბანვის წესი: ჯერ მამა ალექსანდრე შთაეფლო წყალში სამჯერ, შემდეგ კი მორწმუნეები რიგრიგობით შედიოდნენ მდინარეში და სამგზის იძირებოდნენ ღვთის კურთხევის მისაღებად.

ეს დღე იორდანეში იესო ქრისტეს ნათლისღებასა და წმინდა სამების გამოცხადებას სიმბოლიზირებს. „რამდენიმე დღის წინ ჩვენ იესოს შობა ვიზეიმეთ, დღეს კი ნათლისღებას — ღვთისგანცხადებას აღვნიშნავთ. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული დღესასწაულია, რადგან სწორედ ამ დღეს მოხდა წმინდა სამების ერთიანობის გამოცხადება“, — აღნიშნა მამა ალექსანდრემ.

მონაწილეთა საერთო აზრით, მიუხედავად ცივი ამინდისა და გაყინული მდინარისა, წყალში ჩასვლის მომენტში სითბო იგრძნობოდა, რასაც ისინი რწმენას, ლოცვასა და კურთხევას უკავშირებდნენ.

სოფელ ხოსპიოში წყალკურთხევის რიტუალს სისტემატური ხასიათი აქვს. Jnews-ი წარმოგიდგენთ ფოტოებს ცერემონიიდან.

natlisgeba.

_natlisgheba

natlisgheba_xospio

-natlisgheba

natlisgheba-

natlisgheba_

ავტორი ჰნაზიკ ავეტისიან