ბოლო დღეებში საქართველოდან 27 უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნა დეპორტირებული.

მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით, ქვეყნიდან დეპორტირებული არიან თურქეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, ტაილანდის, თურქმენეთის, გერმანიის, პაკისტანის, ეგვიპტის, ისრაელის და ლიბანის მოქალაქეები.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დეპორტირებულ პირებს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.