მარნეულში 25 წლის მოქალაქე დააკავეს ორსული მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მარნეულში დააკავეს სხვადასხვა დანაშაულისთვის ადრე ნასამართლევი რ.მ.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2025 წლის 6 დეკემბერს მსჯავრდებულმა ორსული მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა ჩაიდინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„რ.მ. ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება“, – ნათქვამია განცხადებაში.