გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს საქართველოში მომდევნო დღეებში მოსალოდნელი ამინდის პირობების შესახებ.
მეტეოროლოგების ცნობით, 9 იანვრიდან 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი, ზოგან – ძლიერი, რომელსაც თან ახლავს ელვა, ზღვაზე შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4 ბალიანი შტორმული ტალღები.
„ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან – ძლიერი, ნისლიანი, ქარბუქი და ზვავის საშიშროება. რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ძლიერმა თოვლმა, ქარბუქმა, ცუდი ხილვადობა, ყინულის წარმოქმნა და ზვავის საშიშროებამ შესაძლოა საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა დასავლეთ საქართველოს მდინარეებში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, ხოლო მთიან რაიონებში – მეწყერისა და ღვარცოფული პროცესების წარმოშობა ან გაძლიერება (საშიშროების დონე: საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.