სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, 15–16 დეკემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ეწვივნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები․„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის უწყებიდან აცნობეს, რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა მიიღო.

განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების, პარტნიორობის გაღრმავებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმირების სფეროში გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობები.მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს პროფესიული კავშირების განმტკიცებისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების მნიშვნელობა.ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ესტუმრა ასევე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ვაზგენ სარგსიანის სახელობის სამხედრო აკადემიას, დაათვალიერეს კამპუსი და გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო აუდიტორიებს.