8 დეკემბერს ახალქალაქის სპორტულმა სკოლამ კიდევ ერთი რაგბის ფესტივალი უმასპინძლა.
რაგბის პოპულარიზაციის პროცესი საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაიწყო. რაფაელ დარბინიანი ახალქალაქში ბავშვებს რაგბიში ავარჯიშებს. ფესტივალს ასპინძის რაგბის ბაზის დირექტორი დავით მდგელაძე და მშობლები ესწრებოდნენ. ფესტივალში 20-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, თითოეულმა ბავშვმა მიიღო რაგბის ფესტივალში მონაწილეობის სერტიფიკატი. კარაპეტ ჩომარიანმა ასევე მიიღო მადლობის სიგელი ახალქალაქში რაგბის განვითარებაში შეტანილი უწყვეტი წვლილისა და გუნდის მუდმივი მხარდაჭერისთვის.
ახალქალაქში რაგბის ფესტივალები 2018 წლიდან იმართება.