6 დეკემბერს, ახალქალაქელმა სპორტსმენმა გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა 2025 წლის IBA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
ახალქალაქელმა სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ბრძოლა 5-0 ანგარიშით მოიგო აშშ-ს წარმომადგენელთან, იოჰენრი როსარიოსთან.
შეგახსენებთ, რომ მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატი 2-დან 13 დეკემბრის ჩათვლით დუბაიში მიმდინარეობს. მასში ახალქალაქელი მოკრივე არტიუშ გომციანიც მონაწილეობს.
არტიუშ გომციანი მსოფლიო ჩემპიონატზე 60 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. მისი პირადი მწვრთნელია ატომ ელიზბარიანი. დუბაიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოს უძლიერესი მოკრივეები ასპარეზობენ.
ატომ ელიზბარიანის თქმით, ის კარგ ფორმაშია და საბრძოლო სულისკვეთებით გამოირჩევა.
წლის მთავარ საკრივო ტურნირში 108 ქვეყნიდან 428 მოკრივე მონაწილეობს 13 წონით კატეგორიაში. არტიუშ გომციანი საქართველოს ნაკრების წევრია.