2-დან 13 დეკემბრის ჩათვლით დუბაიში მიმდინარეობს მამაკაცთა ბოქსის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას იღებს ახალქალაქელი მოკრივე არტიუშ გომციანიც.
გომციანის პირველი ბრძოლა დაგეგმილია 6 დეკემბერს.
არტიუშ გომციანი მსოფლიო ჩემპიონატზე 60 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
მისი პირადი მწვრთნელია ატომ ელიზბარიანი.
დუბაიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში მსოფლიოს უძლიერესი მოკრივეები მონაწილეობენ. პირადი მწვრთნელის, ატომ ელიზბარიანის თქმით, გომციანი კარგ სპორტულ ფორმაშია და საბრძოლოდ განწყობილი.
წლის მთავარ ბოქსის შეჯიბრზე, 13 წონით კატეგორიაში, 108 ქვეყნის 428 მოკრივე ასპარეზობს. არტიუშ გომციანი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გამოდის.