29 ნოემბერს, თბილისის სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA Georgia — International Women’s Association) მიერ ორგანიზებული ტრადიციული საახალწლო საქველმოქმედო ბაზრობა, რომელშიც საკუთარი პავილიონით მონაწილეობა მიიღო ასევე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ.
პავილიონზე წარმოდგენილი იყო სომხური პროდუქტების, ტრადიციული კერძებისა და სასმელების ფართო ასორტიმენტი.
ბაზრობაზე თავიანთი ხელნაკეთი ნამუშევრები წარმოადგინეს ასევე სომხეთიდან ჩამოსულმა ჰოვანეს შარამბეიანის სახელობის ხალხური ხელოვნების მუზეუმის ოსტატებმა.
როგორც საქართველოში სომხეთის საელჩო იუწყება, სომხურმა პავილიონმა ვიზიტორთა დიდი ინტერესი დაიმსახურა.