2025 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე, მხოლოდ ტარიფის გადაუხდელობისთვის ჯარიმებიდან სახელმწიფო ხაზინაში 1,859,257 ლარი შევიდა.
შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ბიუჯეტში 2,753,562 ლარი შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს ამ ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად მეტი იყო.
გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ ჯარიმებიდან და სანქციებიდან მიღებული თანხების საერთო რაოდენობა გაიზარდა:
სულ, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში 365,824,285 ლარი შევიდა,
2024 წლის ანალოგიურ პერიოდში – 330,098,197 ლარი.
თბილისში ტარიფის გადაუხდელობისთვის ჯარიმა 20 ლარია. თუ დამრღვევი 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის ჯარიმას, ჯარიმა ავტომატურად ხდება 40 ლარი.