24 ნოემბერს, 15:00 საათზე, ახალქალაქის სპორტული სკოლის „აბულის“ საფეხბურთო გუნდი ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს რეგიონული ლიგის სეზონის ბოლო მატჩს ლიგის ჩემპიონ ახალციხის „სამცხეს“ გუნდთან გამართავს.

ახალქალაქის სპორტული სკოლა გულშემატკივრებს მოუწოდებს, სტადიონზე მოვიდნენ და უგულშემატკივრონ თავიანთ გუნდს, რადგან გულშემატკივრების მხარდაჭერა გუნდის გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია.

ეს მატჩი საქართველოს რეგიონული ლიგის ჩემპიონატის 26-ე ტურის ფარგლებში გაიმართება. „აბული“ ამ სეზონში ყოველთვის ლიდერებს შორის იყო და ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.