ადამიანის თვალი ძალიან რთული ორგანოა, იგი შედგება დიდი რაოდენობით ელემენტების, ქსოვილებისა და ნერვებისგან, რომელთაგან თითოეულს შეიძლება სხვადასხვა დაავადება დააზარალოს. თანამედროვე სამყაროში ყველა იყენებს ტელეფონებსა და კომპიუტერებს, საათობით უყურებს ეკრანებს, რამაც შეიძლება თვალის არეში არაერთი პრობლემა გამოიწვიოს. ახალქალაქის რეფერალური კლინიკის ექიმი, ოფთალმოლოგი გალია ავაგიანი, გვირჩევს, როდის უნდა მივმართოთ ოფთალმოლოგს და როგორ მოვუაროთ თვალებს.
ექიმი გვირჩევს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც მივმართოთ ოფთალმოლოგს. კომპიუტერთან მუშაობისას დაასვენეთ თვალები და მიირთვით საკვები, რომელიც შეიცავს A, B და C ვიტამინებს.
ოფთალმოლოგი ამბობს, რომ მოზრდილებში ძირითადად კონიუნქტივიტი და კატარაქტა შეინიშნება, ახლა უფრო ხშირია მშრალი თვალის სინდრომი, რომელიც ძირითადად ეკრანებთან კონტაქტით ვლინდება, ხოლო მცირეწლოვან ბავშვებში მხედველობის დაქვეითება, კონიუნქტივიტი, რომელიც მაშინ ხდება, როდესაც ბავშვი ბავშვთა ჯგუფშია, რადგან ეს გადამდებია.
მასალა გამოქვეყნდა 2023 წლის 6 სექტემბერს.