მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული 20-ვე ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ CNN TÜRK იტყობინება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის „შავი ყუთი“ თურქეთში გადაასვენეს.

ცნობისთვის, თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 20 სამხედრო იმყოფებოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჩამოვარდა. თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა.