შიდა ქართლის შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) კასპის რაიონული პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 1952 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით: „დანაშაული ისჯება 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა არასრულწლოვანი თანასოფლელი ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა.
სამართალდამცველებმა მ.ნ. ეჭვმიტანილად კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ სახლში დააკავეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.