31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით რომში ქიქბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო ჯავახეთიდან რვა სპორტსმენმა, რომელთაგან შვიდი მედალით დაბრუნდა.
ჩემპიონატში მონაწილეობდა 74 ქვეყანა. საქართველოს სულ 54 სპორტსმენი წარმოადგენდა.
სპორტსმენების შედეგები:
რობერტ აფოიანი – მე-2 ადგილი (მწვრთნელი: ანდრანიკ აბელიანი)
არტიომ კირაკოსიანი – 1-ლი ადგილი (მწვრთნელი: სერგეი ტონაკანიანი)
სერჟ სარგსიანი – 1-ლი ადგილი (მწვრთნელი: სერგეი ტონაკანიანი)
სარქის ტონაკანიანი – 1-ლი ადგილი (მწვრთნელი: სერგეი ტონაკანიანი)
არტიუშ იერზნკიანი – 1-ლი ადგილი (მწვრთნელი: სერგეი ტონაკანიანი)
ქაჯავან წარუკიანი – 1-ლი ადგილი (მწვრთნელი: სერგეი ტონაკანიანი)
ნარეკ სეირანიანი – 1-ლი ადგილი (მწვრთნელი: სერგეი ტონაკანიანი)
შეჯიბრში ასევე მონაწილეობდა ალბერტ პალოიანი (მწვრთნელი: სერგეი ტონაკანიანი).
აღსანიშნავია, რომ სარქის ტონაკანიანი და სერჟ სარგსიანი ევროპის ორგზის ჩემპიონები არიან, ახლა კი ქიქბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს.
სპორტსმენების მწვრთნელები, სერგეი ტონაკანიანი და ანდრანიკ აბელიანი, ისევე როგორც მათი მშობლები, მადლობას უხდიან მერიას და ქველმოქმედებს – ლიოვა ხაჩატრიანს ხანდოს სოფლიდან და სარქის ეღიკიანს გომანის სოფლიდან – მუდმივი ყოვლისმომცველი მხარდაჭერისთვის, მათ შორის ფინანსური დახმარებისთვის.