3 ნოემბერს, 14:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ახალქალაქის სპორტული სკოლის „აბულის“ საფეხბურთო გუნდსა და თბილისის „ორბი-2“-ის გუნდს შორის მატჩი გაიმართა.
მატჩის დროს გუნდებმა ფრედ, 0-0 ითამაშეს. თუმცა, ეს სატურნირო ცხრილზე გავლენას არ მოახდენს. ახალქალაქის გუნდის შემდეგი მატჩები 10 ნოემბერს თბილისსა და 17 ნოემბერს ახალქალაქში გაიმართება.
ეს მატჩი რეგიონული ლიგის ჩემპიონატის 23-ე ტურის ფარგლებში გაიმართა.
ჩემპიონატის დასრულებამდე სამი მატჩი დარჩა: ორი შინ და ერთი გასვლით. „აბული“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. მათი უპირატესობა მომდევნო ადგილზე მყოფ გუნდთან, სოხუმის „დინამოსთან“, რომელიც მეოთხე ადგილზეა, ამჟამად 10 ქულაა.