28 ოქტომბერს, თბილისში, რეგიონული ლიგის პირველობის ფარგლებში, გაიმართა საფეხბურთო მატჩ აჩაბეთის „ლიახვსა“ და ახალქალაქის „აბულს“ შორის.

თამაში ახალქალაქის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

გოლები გაიტანეს: რაფაელ დარბინიანმა, ნუკრი კაკულიამ და ლუკა ბერიანიძემ.

ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილია ოთხი თამაში: სამი — საკუთარ მოედანზე და ერთი — მეტოქის მოედანზე. „აბული“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. მათი უპირატესობა მომდევნო, მეოთხე ადგილზე მყოფ „დინამო სოხუმთან“ ამჟამად 10 ქულას შეადგენს.