16-დან 19 ოქტომბრამდე, სომხეთის რესპუბლიკაში, გიუმრიში, ახალგაზრდებს შორის ღია საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართა. ახალქალაქიდან 11 სპორტსმენისგან შემდგარი გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან ცხრამ საპრიზო ადგილი დაიკავა.

ჩემპიონატში სულ რვა გუნდი მონაწილეობდა. საუკეთესოს ტიტულისთვის 2010-დან 2013 წლამდე დაბადებული მოკრივეები იბრძოდნენ.

ჩემპიონატი 16 ოქტომბერს დაიწყო. ახალქალაქის გუნდმა ჩემპიონატის განმავლობაში ძლიერი შედეგები აჩვენა. საბოლოოდ, ახალქალაქის გუნდი შვიდი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.