ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „დახმარება სოფელს“ პროგრამის ფარგლებში სამუშაოები გრძელდება. ყველა სამუშაოსა და შესყიდვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სოფლებში სამუშაოების დაახლოებით 20% უკვე დასრულებულია. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მონაცემებით, სამუშაოების მიმდინარეობისას რაიმე სერიოზული პრობლემა არ წარმოქმნილა და ყველა სამუშაო წლის ბოლომდე დასრულდება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში „დახმარება სოფელს“ პროგრამის ფარგლებში სამუშაოები გრძელდება.

სამუშაოების ყველა ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის, არა მოვსესიანის თქმით, სამუშაოების დაახლოებით 20% უკვე დასრულებულია, ხოლო 5%-ის შემთხვევაში ჯერ კიდევ არ არის ხელშეკრულება გაფორმებული.

„ეს ტენდერები გამოცხადებულია, მაგრამ ჯერ არ შემდგარა, ამიტომაც ხელშეკრულება ჯერ არ გვაქვს. სამუშაოებისთვის უბრალოდ არ არის გაფორმებული ხელშეკრულება. საერთო ჯამში, არანაირი სერიოზული, სადავო საკითხი არ ყოფილა და ყველა წარმოქმნილი საკითხი მოგვარდა“, – ამბობს არა მოვსესიანი.

მისი თქმით, ყველა სამუშაოს წლის ბოლომდე მოასწრებენ დასრულებას.

აღსანიშნავია, რომ წელს სოფლების უმეტესობამ სოფლის შეკრებების ადგილების შეკეთება და განათება აირჩია. ძირითადად, სოფლებმა სამუშაოების დასრულებისთვის ერთი პროექტი წარმოადგინეს. წელსაც, სამუშაოების დასასრულებლად, სოფლებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები გამოეყო. თანხა თითოეული სოფლისთვის განსხვავებულია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის „დახმარება სოფელს“ პროგრამის თანხა რამდენიმე წლის განმავლობაში უცვლელი რჩება და შეადგენს 922 000 ლარს.

წარმოგიდგენთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფლის მიერ არჩეულ სამუშაოებს:

აზავრეთი: მუნიციპალური ცენტრის გათბობის სისტემის მონტაჟი და რეკონსტრუქცია.
ბურნაშეთი: გარე განათება.
ლომატურცხი: მინი-სტადიონის მშენებლობა.
ღადოლარი: სარიტუალო სახლის ინვენტარის შეძენა.
ალასტანი: გარე განათების მონტაჟი.
გოკიო: სოფელში შეკრების ადგილის (შეკრების სივრცის) მშენებლობა.
ვარევანი: გარე განათების მონტაჟი.
არაგვა: გარე განათების მონტაჟი.
თოთხამი: სასმელი წყლის მილების შეძენა.
კორხი: სოფლის შეკრების ადგილისთვის ინვენტარის შეძენა.
მაჯადია: სოფლის შეკრების ადგილის შეკეთება.
ორჯა: ახალგაზრდული ცენტრის შეკეთება (რემონტი).
ბარალეთი: სასაფლაოს ტერიტორიაზე ფანჩატურის მშენებლობა.
დიდი სამსარი: ახალგაზრდული ცენტრის შეკეთება (რემონტი).
ეხტილა: სათამაშო მოედნის მშენებლობა.
მერენია: სოფლის შეკრების ადგილის მშენებლობა.
პატარა სამსარი: სოფლის შეკრების ადგილის შეკეთება.
გოგაშენი: გარე განათების მონტაჟი.
აფნია: სარწყავი მილების შეძენა.
კუმურდო: გარე განათების მონტაჟი და წყალმომარაგების სისტემის აღდგენა.
კიროვაკანი: სოფლის შეკრების ადგილის შეკეთება.
ოკამი: ბავშვთა სათამაშო მოედნის მშენებლობის დასრულება.
ქარცეფი: გარე განათების მონტაჟი და ბავშვთა სათამაშო მოედნის მშენებლობის დასრულება.
აზმანა: სარწყავი მილების შეძენა და სკოლის ეზოს შემოღობვა.
სულდა: გარე განათების მონტაჟი და სასმელი წყლის მომარაგების სისტემის აღდგენა.
დადეში: ბავშვთა ატრაქციონების მონტაჟი, სპორტული მოედნის კეთილმოწყობა და სავარჯიშო მოწყობილობების მონტაჟი, და სასმელი წყლის მომარაგების სისტემის აღდგენა.
მიასნიკიანი: ხელოვნური წყალსაცავის აღდგენა.
ბოზალი: სოფლის შეკრების ადგილის შეკეთება.
კარწახი: წყალმომარაგების სისტემის აღდგენა.
ფილიპოვკა: ბავშვთა სათამაშო მოედნის მშენებლობა.
ხავეთი: სპორტული დარბაზის აღდგენა.
პტენა: ტროტუარებისა და გზების კეთილმოწყობა, სარიტუალო სახლისთვის ინვენტარის შეძენა.
ხულგუმო: სასოფლო-სამეურნეო მიწებამდე მისასვლელი გზის აღდგენა.
ჩამდურა: სასაფლაოს ტერიტორიაზე ფანჩატურის მშენებლობა და სოფლის მცხოვრებთა შეკრების ადგილის შეკეთება.