
არაქართულენოვანი სკოლების/სექტორებისა და სპეციალური მასწავლებლების კომპეტენციებზე დაფუძნებული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყება 25 სექტემბერს, 10:00 საათზე და დასრულდება 8 ოქტომბერს, 18:00 საათზე. რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, ეროვნული შეფასებისა და გამოცდების ცენტრის რეგისტრაციის გვერდზე online.naec.ge-ზე.
შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, არაქართულენოვანი სექტორის მასწავლებლებს მიეცათ დამატებითი შესაძლებლობა, დაადასტურონ საგნობრივი კომპეტენცია უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად.
ეროვნული შეფასებისა და გამოცდების ცენტრი არაქართულენოვანი სკოლების მოქმედი მასწავლებლებისა და მოქმედი სპეციალური მასწავლებლების გამოცდებს მიმდინარე წლის ნოემბერში ჩაატარებს. ცენტრი საკონსულტაციო შეხვედრების გამართვას გეგმავს. დეტალური ინფორმაცია და შეხვედრის ბმული განთავსდება ეროვნული შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ვებგვერდზე.
გამოცდილებში მონაწილე პირებმა, რომლებსაც გამოცდისთვის სპეციალური გარემო სჭირდებათ, რეგისტრაციისას უნდა მიუთითონ „განსაკუთრებული პირობები“ და შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100) 8 ოქტომბრის, 18:00 საათამდე წარადგინონ ეროვნული შეფასებისა და გამოცდების ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა, N9), ხოლო რეგიონებში – ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურს ცენტრში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზისო პროფესიული უნარების გამოცდების ჩაბარების მსურველებს სთავაზობს სასარგებლო „წიგნებს“, რომლებშიც გამოსაცდელი კანდიდატები გაეცნობიან დეტალურ ინფორმაციას გამოცდის პროგრამების, გამოცდის ტესტების ფორმატების, ტესტის დავალებების ნიმუშებისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ. ამ წიგნების გაცნობა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/3334
ფენია თოროსიან