როგორი მოსავალია მოსალოდნელი წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ლურჯი ცერეცოს („უცხო-სუნელი“) და როგორია ექსპორტისა და გაყიდვების მდგომარეობა? Jnews-მა ამის შესახებ ფერმერ არშალუის გალსტიანს ჰკითხა, რომელმაც ამ სანელებლის კულტივაცია ბიზნესად აქცია.
გალსტიანის თქმით, გასულ წელს უცხო-სუნელის მოსავალი ძალიან კარგი იყო, წელს კი მოსავლიანობა საშუალოა. გასულ წელს და წელს გაზაფხულზე მაღალმა ფასმა ბევრ სოფლის მცხოვრებს უბიძგა, გაეზარდათ მოსავალი.
„ნებისმიერ ბიზნესში, როგორც კი პროდუქტი ძვირდება, ისინი უფრო მეტ მოყვანას იწყებენ. მაგრამ არ არსებობს გაანგარიშება, კონტროლი. ბაზარი არ არის რეგულირებული, არ არის შრომის განაწილება – ქაოსი გვაქვს. არ ვიცი, ვინ გააკონტროლებს სიტუაციას. თუ ფასი გასული წლის ფასზე მინიმუმ ნახევარს მიაღწევს, ეს უკვე კარგი იქნება. მაგრამ მყიდველები არ არიან“, – ამბობს ფერმერი.

წელს არშალუის გალსტიანმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 10 ჰექტარი უცხო-სუნელი დათესა. გასულ წელს მან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც იჯარით აიღო მიწა, თუმცა, მისი თქმით, იქ მოყვანის ხარჯებმა თავი არ გაამართლა, ამიტომ ამ ადგილებში თესვა შეწყვიტა.
მოსავლის აღება უკვე მთავრდება და ფერმერი, ზოგადად, შედეგით კმაყოფილია. თუმცა, ის აღნიშნავს, რომ სანელებლებზე მოთხოვნა შეზღუდულია. „წელს გაყიდვებთან დაკავშირებით სირთულეები იქნება, ფასი, სავარაუდოდ, დაბალი იქნება“, – ამბობს გალსტიანი.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტს ორი წლის განმავლობაში კარგი მოსავალი ჰქონდა, რამაც პროდუქციის სიჭარბე გამოიწვია.
„დაგროვებული მოსავლის გასაყიდად სამი წელი დამჭირდება. ორი წელი ზარალით მომიწევს მუშაობა, რომ ბაზარი არ დავკარგო“, – ხაზს უსვამს ფერმერი.