საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების პარტიული სიები თავის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოაქვეყნა. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში რეგისტრირებული 12 პარტიიდან ახალქალაქის (უსკო #40) მუნიციპალიტეტში კანდიდატების სია მხოლოდ 4-მა წარადგინა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში პროპორციული სიები წარადგინეს შემდეგმა პარტიებმა: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ძლიერი საქართველო-ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება“.

წარმოგიდგენთ პარტიულ სიებს:

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ 8 კანდიდატი წარადგინა

აიდა დავთიანი,
გრიგორი მანველიანი,
სოკრატ გრიგორიანი,
შუშანიკ დავთიანი,
მარიამ გრიგორიანი,
ჰრაჩ გრიგორიანი,
ვარდან ტონაკანიანი,
სტეფან ტონაკანიანი,

„ძლიერი საქართველო-ლელო“- 9 კანდიდატი

ზაქარ ზაქარიანი,
სერგო გოგორიანი,
არტურ ორჯაციანი,
პარუირ კურღინიანი,
ჟორა აფოზიანი,
გაიანე ბარსეღიანი,
ლუსინე ოგანესიანი,
ვარდან აფოზიანი,
ალინა ზაქარიანი.

„გახარია საქართველოსთვის“- 7 კანდიდატი

მიხაილ კაზარიანი,
ავთანდილ დადიანი,
ცისმარი ჩალაბოვი,
ლევან ყურულაშვილი,
არონი სიჭინავა
ნაზი სულამანიძე,
მარინა ვახანია,

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-30 კანდიდატი

რუბენ პალიანი
ნაირი ირიციანი
გაიოს ლომსაძე
არმენ მარანგოზიანი
ჰარუტიუნ კიანიანი
სტეპან მარგარიანი
გია მელიქიძე
ვოლოდია იაილოიანი
გიორგი პეტროსიანი
სარგის უზუნიანი
ნანა აღდგომელაძე
გაგიკ გაბრიელიანი
ედგარ ლაგზიანი
კარინე კაჩოტიანი
არარატ აივაზიანი
ვაჰე ბერუჯანიანი
ანი გაბრიელიანი
ვლადიმერ მადოიანი
ავგუსტინ არაკელიანი
გევორგ მარგარიანი
სუსანა სრაპიანი
ალიკ წურწუმია
ლიზა მურმანიშვილი
ლევონ ბაბაიანი
სერგო თათარიანი
ხაჩატურ ყარაგულიანი
ედუარდ პასპანდიანი
შაქრო აფოზიანი
პეტროს მინასიანი
არამ პასპანდიანი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბოლო ცვლილებების შედეგად, დეპუტატთა საერთო რაოდენობა 42-დან 38-მდე შემცირდება.

პროპორციული დეპუტატების რაოდენობა 28-დან 15-მდე შემცირდება.
მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 14-დან 23-მდე გაიზრდება.
პროპორციული საარჩევნო სისტემით მოქმედი პარტიებისთვის ბარიერი 4%-ია. მაჟორიტარი დეპუტატი ხდება ის კანდიდატი, რომელიც თავის საარჩევნო ოლქში ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. თითოეული მაჟორიტარული ოლქიდან აირჩევა თითო დეპუტატი. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში მაჟორიტარი კანდიდატები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს.