
დღეს 15 სექტემბერს, 16:00 საათზე, საფეხბურთო გუნდი „აბული“ საკუთარ მოედანზე „დინამო სოხუმს“ შეეჯიბრება.
ახალქალაქში „აბულმა“ წლის დასაწყისიდან 6 თამაში ჩაატარა, 6-ვე თამაში გამარჯვებით დასრულდა, ეს მე-7 საშინაო თამაშია.
„დინამო სოხუმი“ ტურნირის ცხრილში მე-4 ადგილზეა, „აბული“ კი – მესამეზე. გუნდებს შორის სხვაობა 4 ქულაა, „აბულს“ 28 ქულა აქვს, ხოლო „დინამო სოხუმს“ – 24.
15 სექტემბერს თამაში ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.