სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი და მეორე მდივანი არენ არაქელიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს (თსსუ) ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Aliq Media ავრცელებს.

ელჩი და მისი თანმხლები პირები თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, კანცლერმა ალექსანდრე ბუაჩიძემ, რექტორის აპარატის ხელმძღვანელმა ირინა კაპეტივაძემ და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ კილასონიამ მიიღეს.

შეხვედრის დროს სტუმრებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროცესის მართვის მოდელი და კლინიკური საქმიანობა წარუდგინეს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აპლიკანტების მიღების პროცედურების, მისაღები გამოცდების ეტაპებისა და ფაკულტეტების თავისებურებების შესახებ.

ელჩი და მისი თანმხლები პირები თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, კანცლერმა ალექსანდრე ბუაჩიძემ, რექტორის აპარატის ხელმძღვანელმა ირინა კაპეტივაძემ და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ კილასონიამ მიიღეს.

შეხვედრის დროს სტუმრებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო პროცესის მართვის მოდელი და კლინიკური საქმიანობა წარუდგინეს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აპლიკანტების მიღების პროცედურების, მისაღები გამოცდების ეტაპებისა და ფაკულტეტების თავისებურებების შესახებ.

ელჩმა აშოტ სმბატიანმა იმედი გამოთქვა, რომ ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდები წარმატებით გააგრძელებენ სწავლას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რაც ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.

ელჩის თქმით, უნივერსიტეტში დანერგილი ინოვაციური მიდგომები, თანამედროვე მეთოდები და საერთაშორისო სტანდარტები სტუდენტებს სრულფასოვან აკადემიურ და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.