საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ბულგარეთს უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა 3:0.

ანგარიში 30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ნიკა გაგნიძემ პირველი ტაიმის ბოლოს – 44-ე წუთზე – სადებიუტო გოლით სხვაობა ორ ქულამდე გაზარდა. მატჩის მესამე გოლი გიორგი მიქაუტაძემ 65-ე წუთზე გაიტანა. ამგვარად, ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ 3:0 გახდა.

მატჩი თბილისის „დინამო არენას“ სტადიონზე გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარა და დამარცხდა.
6 რაუნდიან შესარჩევი ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთს, ესპანეთსა და ბულგარეთს დაუპირისპირდება. ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს გუნდი, რომელიც ავტომატურად მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს, რომელიც კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გაიმართება. მეორე ადგილზე გასული გუნდი პლეი-ოფის მატჩებში გააგრძელებს ასპარეზობას.