2 სექტემბერს, 16:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბი „აბული“ უმასპინძლებს გუნდ „ქარელს“.

ეს შეხვედრა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის შემოდგომის სეზონს გახსნის. გუნდს საგაზაფხულო სეზონის შემდეგ შესვენება ჰქონდა და ვარჯიშები აგვისტოში განაახლა.

როგორც ადრე სპორტული სკოლის დირექტორმა, არამ სუქიასიანმა გვაცნობა, საგაზაფხულო სეზონის შედეგების მიხედვით, „აბულმა“ მესამე ადგილი დაიკავა. გუნდმა სულ 7 თამაში მოიგო, 5 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. სეზონის განმავლობაში მათ 28 გოლი გაიტანეს.

შემოდგომის სეზონის განრიგი კი ასეთია:

XIV ტური: 02.09.2025 – აბული-ქარელი (16:00, ახალქალაქი)
XV ტური: 08.09.2025 – მერანი-2-აბული (15:00, სათადარიგო)
XVI ტური: 15.09.2025 – აბული-სოხუმის დინამო (16:00, ახალქალაქი)
XVII ტური: 26.09.2025 – გორი-2-აბული (16:00, გორი)
XVIII ტური: 30.09.2025 – აბული-სპაერი-2 (15:30, ახალქალაქი)
XIX ტური: 03.10.2025 – უქიმერიონი-აბული (13:30, ვაკე)
XX ტური: 13.10.2025 – აბული-იუნკერი (15:00, ახალქალაქი)
XXI ტური: 20.10.2025 – აბული-კასპი-1936 (14:00, ახალქალაქი)
XXII ტური: 28.10.2025 – ლიახვი აჩაბ-აბული (15:00, აგარა)
XXIII ტური: 03.11.2025 – აბული-ორბი-2 (14:00, ახალქალაქი)
XXIV ტური: 10.11.2025 – ბორჯომი-2-აბული (14:00, ბორჯომი)
XXV ტური: 17.11.2025 – აბული-ვაზისუბანი (14:00, ახალქალაქი)
XXVI ტური: 24.11.2025 – სამცხე-აბული (15:00, კასპი)