8 აგვისტოს, სოფელ კოტელიაში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული თამაზ მელიქიძის ხსოვნას. 17 წლის წინ, 6 აგვისტოს, მელიქიძე ნებაყოფლობით წავიდა საბრძოლო მოქმედებების ზონაში, ხოლო სამი დღის შემდეგ, 9 აგვისტოს დილით, მტრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

მის ხსოვნას სოფლის სასაფლაოზე ნათესავები, ოჯახის წევრები და თანასოფლელები შეიკრიბნენ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მათ შორის მერი მელქონ მაკარიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი.

მერის- მელქონ მაკარიანის თქმით, მელიქიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური კომპლექსის გახსნა მომავალ წელს ამ დღეს გაიმართება, მხოლოდ ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი.

111

555

444

„გმირები ცოცხლობენ მანამ, სანამ მათ იხსენებენ, ჩვენ დღეს აქ ვართ, რათა შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა და გავიხსენოთ გმირული თამაზ მელიქიძე, რომელმაც თავისი ცხოვრება სამშობლოს დამოუკიდებლობასა და დაცვას მიუძღვნა“, – განაცხადა მაკარიანმა ჩვენთან საუბარში.

333

222

თამაზ მელიქიძე 1976 წელს სოფელ კოტელიაში დაიბადა, სოფლის საშუალო სკოლაში სწავლობდა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, საკონტრაქტო სამსახურში შევიდა. იგი 2008 წლის 9 აგვისტოს დილით, გორში დაბომბვის შედეგად დაიღუპა.