
10 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისის დროით დილის 4:00 საათზე, პროფესიონალი მოკრივე ოთარ ერანოსიანი ორწლიანი პაუზის შემდეგ კალიფორნიაში რინგზე დაბრუნდება. ეს უკანასკნელი დომინიკელ დენის აგუერო არიასს დაუპირისპირდება.
ჯავახი სპორტსმენი ოთარ ერანოსიანი 59 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ეს უკანასკნელი შესანიშნავ სპორტულ ფორმაშია.
ოთარის თქმით, ორწლიანი შესვენება მისი სპორტული მდგომარეობით კი არა, მენეჯერთან დაკავშირებული პრობლემით იყო გამოწვეული.
„ახლა ძალიან კარგ ფორმაში ვარ, სხვა მენეჯერთან ახალი კონტრაქტი მაქვს. იმედი მაქვს, რომ ის შეძლებს ჩემთვის საჭირო ბრძოლების ორგანიზებას: ჩემპიონატის ბრძოლებს. მენეჯერთან დაკავშირებული რამდენიმე მიზეზი იყო. ბრძოლების რაოდენობა მცირე იყო, უფრო ხშირად მინდოდა ბრძოლა, მაგრამ მას მათი ორგანიზება არ შეეძლო“, – განაცხადა ცნობილმა მოკრივემ ოთარ ერანოსიანმა Jnews-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ეს უკანასკნელი ამ ორი წლის განმავლობაში მუდმივად ვარჯიშობდა.
„მე ყოველთვის მზად ვიყავი რინგზე დასაბრუნებლად. ამ ბრძოლისთვის სამი თვე ვემზადებოდი. ყოველდღიური ვარჯიშით, ჩემი წინა სპორტული ფორმა აღვიდგინე“, – თქვა ოთარ ერანოსიანმა.
ოთარის მეტოქე გამოცდილი სპორტსმენი, დომინიკელი დანის აგუერო არიასი. ამ უკანასკნელს 20 მოგება და 3 წაგება აქვს.