29 ივლისს, ახალქალაქში მუნიციპალური ფეხბურთის ჩემპიონატის დასკვნითი რაუნდი გაიმართა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თასის გამარჯვებული სოფელ მურჯახეთის გუნდი გახდა.

დღეს ორი თამაში გაიმართა- ბურნაშეთ-სულდას გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოდნენ, თამაში 0-0 დასრულდა, თუმცა პენალტების სერიაში გამარჯვებულად ოფელ ბურნაშეთის გუნდი გამოცხადდა.

1

ფინალისთვის კი ახალქალაქ-მურჯახეთის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც მურჯახეთის გუნდმა 2-1 მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ახალქალაქის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.

გამარჯვებულ გუნდებს პრიზები გადაეცათ.

2