
26 ივლისს ახალქალაქში გაიმართა მუნიციპალური საფეხბურთო ჩემპიონატის რეგულარული მატჩები, რის შედეგადაც ახალქალაქისა და სულდას გუნდები ნახევარფინალში გავიდნენ.
სპორტსკოლის დირექტორის- არამ სუქიასიანის თქმით, ახალქალაქის გუნდმა ეხტილას გუნდი 2:0 დაამარცხა, სულდა-კოტელიას მატჩი 0:0 დასრულდა, თუმცა სულდას გუნდმა გოლი გაიტანა და პენალტით გაიმარჯვა, რის შედეგად ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
ორშაბათს ორი თამაში გაიმართება, სადაც ერთმანეთს ახალქალაქი-სულდას და ბურნაშეტ-მურჯახეთის გუნდები ეჯიბრებიაან.
სამშაბათს გამარჯვებულები ფინალში გასასვლელი ადგილისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის.