
შიშველი მუშტების საერთაშორისო RCC ტურნირზე, 70 კგ წონით კატეგორიაში, ნაირ მელიქიანმა მეტოქე დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.
12 ივლისს ცნობილი სპორტსმენი ნაირ მელიქიანი რუსეთში რუს ვიაჩესლავ მიშერკინს დაუპირისპირდა. მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვება ახალქალაქელ მელიქიანს მიენიჭა.
Jnews-თან ექსკლუზიურ კომენტარში მელიქიანმა განაცხადა:
„ბრძოლა სულ სამ რაუნდს გაგრძელდა. რთული ბრძოლა იყო, მაგრამ ღვთის ნებით გადავლახე. ჩემი მდგომარეობა ნორმალურია, მხოლოდ თვალი დავიზიანე, ყველაფერი კარგადაა.“
ახალქალაქელი ნაირი მელიქიანი ღმერთს მადლობას უხდის და გამარჯვებას მამას უძღვნის, რომელიც ყოველ წამს მხარს უჭერს.
აღსანიშნავია, რომ ნაირი მელიქიანის პირადი მწვრთნელი არმენ გრიგორიანია.
ვიდეოში ნათლად ჩანს მელიქიანის რთული, მაგრამ ბრწყინვალე გამარჯვება მოწინააღმდეგეზე. ვიაჩესლავ მიშერკინი რუსეთში ერთ-ერთ უძლიერეს სპორტსმენად ითვლება და მელიქიანის გამარჯვებით ყველა გაკვირვებულია.
„მთელი მსოფლიო გაოცებულია, განსაკუთრებით კი რუსები“, – თქვა მელიქიანმა.
ნაირ მელიქიანს გამარჯვება ცნობილმა ქართველმა სპორტსმენმა, UFC-ის ჩემპიონმა მერაბ დალიშვილმა მიულოცა.
ნაირი მელიქიანი მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირის გამარჯვებულია. აღსანიშნავია, რომ ნაირი მელიქიანი კრივით მრავალი წელია დაკავებულია და სხვა სპორტსმენებისგან გამორჩეული იმიჯით გამოირჩევა. ის რინგზე სულიერი მსახურის, მწიგნობრის ფორმაში შედის. სპორტული კარიერა 9 წლის ასაკში დაიწყო კარატეში, შემდეგ კიკბოქსინგში, კრივში, წესების გარეშე ბრძოლებში და ა.შ.