
ბოლო დღეებში ახალქალაქის რაიონის სოფელ დიდ სამსარში კალიების მოულოდნელმა შემოჭრამ რამდენიმე ოჯახის შვრიის ყანებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. კალიების თავდასხმით დაზარალებული სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფელში ასეთი მასშტაბური „შემოჭრა“ არასდროს მომხდარა.
მეც სამსარში კალიების მასიური შემოჭრა ადგილობრივების შეშფოთების საგანი გახდა. ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელი, რომლის შვრიის ყანებიც მნიშვნელოვნად დაზიანდა, ამბობს, რომ მათ აქამდე არასდროს უნახავთ ასეთი კალიები- „ისინი დიდი ზომის და დიდი რაოდენობით არიან“.
მისი თქმით, განსაკუთრებით დაზარალდა სოფლიდან შორს, მაღალმთიანეთში მდებარე მიწის ნაკვეთები.
„ჩვენს შემთხვევაში, 80 ჰექტრიდან 15-20 ჰექტარიც კი არ დარჩა. დანარჩენსაც დიდი ზიანი მიადგა. შვრიის გარდა, მინდორში მზარდი სარეველებიც გაანადგურეს.“
სოფელ დიდ სამსარში კიდევ ერთ მაცხოვრებელს 30 ჰექტარი შვრიის მინდორი მთლიანად განადგურდა. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ კალიების თავდასხმა მოულოდნელი იყო და მათი რაოდენობა უპრეცედენტოა.
„ამჟამად ვცდილობთ დარჩენილი მოსავლის გადარჩენას გარკვეული წამლებით“, – აღნიშნავს კალიების თავდასხმით დაზარალებული ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
დიდი სამსარის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ წვიმების შემდეგ მათ სოფელში კალიების უპრეცედენტო რაოდენობა შენიშნეს.
კალიები სერიოზულ საფრთხედ იქცნენ. სოფელ დიდ სამსარის მახლობლად მდებარეობს სუნელისა და ჭარხალის მინდვრები, რომლებიც სოფლის მაცხოვრებლების თქმით, შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ კალიები სოფლის სხვა ნაწილებშიც გადავლნენ.
„ჩვენს სოფელში მსგავსი რამ არასდროს გვინახავს. ამ ეტაპზე ძირითადად სამი ოჯახის მინდვრებია დაზიანებული, მაგრამ თუ კალიები სოფელში მოვლენ, ბევრი ადამიანის მოსავალი დაზარალდება“, – აფრთხილებს დიდი სამსარის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
დაზარალებულები იმედოვნებენ, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის შემდგომი გაფართოების თავიდან ასაცილებლად ჩარევაა საჭირო.