5 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ფილიპოვკას მახლობლად, ადგილობრივებმა დათვები შენიშნეს. მოსახლეობის თქმით, მსგავსი შემთხვევები ბოლო დროს გახშირდა, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. დათვები საფრთხეს უქმნიან როგორც სოფლის მცხოვრებლებს, ისე მათ პირუტყვს.

მსგავსი ინციდენტები სერიოზულ პრობლემას უქმნის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.

სოფლის მცხოვრებლები მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, მიიღონ აუცილებელი ზომები გარეული ცხოველების გადაადგილების გასაკონტროლებლად და ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სოფელ ფილიპოვკას მცხოვრები მურად თაგვორიანი ადასტურებს მათ დასახლებაში დათვების არსებობას.

„ორი დღის წინ, ჩვენი სოფლიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით, ექვსი დათვი შევნიშნეთ. ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენთვის, სოფლის მცხოვრებთათვის. ღმერთმა ნუ ქნას, თუ რომელიმე მაცხოვრებელი დაშავდება, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი?“ — აღნიშნა მან.

მურად თაგვორიანმა ასევე აღნიშნა, რომ მეფუტკრეები აკვირდებიან, რათა დათვები ფუტკრებს არ მიუახლოვდნენ და ზიანი არ მიაყენონ.

ახალქალაქის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის განყოფილების უფროსის, რამაზ ხუციშვილის განცხადებით, მათ უკვე აცნობეს შესაბამის უწყებებს შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

„დათვების პრობლემა ჩვენს რეგიონში საკმაოდ გავრცელებულია. სოფელ ოკამშიც შენიშნეს დათვები. ამის შესახებ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ვაცნობე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს. ოკამის მცხოვრებლებმა წერილობითი განცხადებაც წარადგინეს. ზუსტად ვერ ვიტყვი, სააგენტომ მოახდინა თუ არა რეაგირება, შესაძლოა, სწორედ ამიტომ გაჩნდნენ ახლა დათვები ფილიპოვკის ტერიტორიაზე. შესაძლოა, ეს უკვე სხვა ჯგუფია. მთავარი ისაა, რომ დათვები ძირითადად დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, სადაც ნადირობა აკრძალულია, რის შედეგადაც მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა“, — განაცხადა ხუციშვილმა.

Jnews-მა ასევე ესაუბრა სოფელ ოკამი მაცხოვრებლებს, რომელმაც ასევე დაადასტურა ინფორმაცია დათვების გამოჩენის შესახებ.

„დაახლოებით სამი კვირის წინ ჩვენს სოფელში დათვი შენიშნეს. ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის სოფლის მოსახლეობას“, – თქვა სოფელ ოკამის მაცხოვრებელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

გევორგ ჯანოიან