საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ასევე აქვთ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა და იყენებენ ქართულ მართვის მოწმობას, სომხეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას აღარ დაექვემდებარებიან ჯარიმას.

აღნიშნული ინიციატივა შედის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროექტში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულმა ასამბლეამ პროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა, რომ სომხეთში ქართული მართვის მოწმობები შესვლის მომენტიდან სამი თვის ვადით იქნება ძალაში.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა შირაქ თოროსიანმა აღნიშნა, რომ ეს ცვლილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჯაველებისთვის.

„ეს ნიშნავს, ძვირფასო თანამემამულეებო, რომ ჯავახეთის ორმაგი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ როგორც სომხეთის, ისე საქართველოს მოქალაქეობა და მართავენ ქართული მართვის მოწმობით, აღარ დაჯარიმდებიან“, – განაცხადა დეპუტატმა.