„სომხეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს სომხური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდის“, – წერს სომხური მედია.

მანქანაში ჩაჯდომამდე მთავარეპისკოპოსმა თქვა, რომ არც დაპატიმრება და არც სხვა რამ არ შეაჩერებდა მას.

„ბოროტო, ყურადღებით მომისმინე!- რაც არ უნდა დაგეგმო, რაც არ უნდა გააკეთო, დიდი დრო არ დაგრჩა, ჩვენ მოვალთ შენთან“, – მიმართა მან ფაშინიანს.

სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის ანგარიშის თანახმად, სომხეთის ოპოზიციური მოძრაობის „წმინდა ბრძოლის“ ლიდერს ტერორისტული თავდასხმების მომზადებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებენ.