24 ივნისის ღამეს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ფერმერებმა დააფიქსირეს, რომ დაბალი ტემპერატურის გამო კარტოფილის ნაყოფი გახმა. მათი თქმით, ზოგიერთ ადგილას ტემპერატურა -1 გრადუს ცელსიუსამდე დავარდა.

არსებული ინფორმაციით, ყინვებმა გავლენა მოახდინა დილისკას, ჩამდურას, კიროვაკანის, ვაჩიანის, დადეშის, სულდას სოფლების მინდვრებზე. ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, კარტოფილის ზედა ნაწილი (ღეროები და ფოთლები) გაფუჭდა.

„კარტოფილის ღეროები გამომშრალია, ახლა მათი წამლებითა და ვიტამინებით დამუშავება გვიწევს. მინდვრები 30-40%-ით დაზარალდა. დამუშავებამ შეიძლება დაგვეხმაროს, მაგრამ სავარაუდოდ მოსავალზე იმოქმედებს“, – თქვა სოფელ დილისკიდან ფერმერმა ვარაზდატ სალვარიანმა.

დადეშში კარტოფილის ნათესების დაახლოებით 20 ჰექტარი ფართობი დაზიანდა.

„დაზიანდა ასევე ველები. დილის 5 საათისთვის ამ ველებზე ყინვა იყო“, – განმარტავს ედგარ თუმასიანი.

ასევე დავუკავშირდით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ სოფლების მაცხოვრებლებს, სადაც, მათი თქმით, იმ ღამეს ყინვები არ ყოფილა.

ყინვებს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს კარტოფილის მოსავალზე, განსაკუთრებით თუ ის ყლორტების გამოჩენის შემდეგ მოხდება. ყინვის ტემპერატურისა და ხანგრძლივობის მიხედვით, შეიძლება დაზარალდეს როგორც მცენარის მიწისზედა ნაწილი (ფოთლები და ღეროები), ასევე ბოლქვები.