ნინოწმინდის რაიონის ორლოვკა და გორელოვკა სოფლებში რძის ფასი 1 ლარი და 30 თეთრი რჩება, სხვა სოფლებში კი 1 ლიტრი რძე 1 ლარი და 40 თეთრი ღირს.

სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ყველაფერი გაძვირდა, რძის გარდა. ასევე ამატებენ, რომ აღნიშნულ სოფლებში რძის ამჟამინდელი ფასი მინიმალურ ხარჯებსაც კი ვერ ფარავს.

„12 ძროხა მყავდა, ახლა მხოლოდ 5 დამრჩა. ყველაფერში ფულს ვიხდი. ამ 5 ძროხასაც მხოლოდ იმიტომ ვინახავ, რომ როგორღაც უნდა ვიარსებო. ყველაფერი ძვირია, გარდა გლეხის რძისა“,- თქვა ორლოვკას ერთ-ერთმა ანონიმურმა მაცხოვრებელმა.

მისი თქმით, 1 ლარი და 30 თეთრი არ ფარავს ხარჯებს. ორლოვკას მაცხოვრებელი გევორგ მიროიანი, რომელიც მრავალი წელია მეცხოველეობით არის დაკავებული, იზიარებს ამ დაფიქრებულობას.

„რძის ამჟამინდელი ფასი უბრალოდ სასაცილოა. ის მინიმუმ 1.80-დან 2 ლარამდე უნდა იყოს, რომ ზარალი არ მივიღოთ. საკვები ძვირია, წამლები ძვირია და მწყემსი არ გვყავს. ყველაფერი თავად უნდა გავაკეთოთ“, – ამბობს ის.

ამ ყველაფრის მიუხედავად, გევორგი აღნიშნავს, რომ პირუტყვის რაოდენობის შემცირებას არ აპირებს.

„ეს ჩემი ერთადერთი საარსებო საშუალებაა. თუ ახლა ამაზე უარს ვიტყვი, როგორ ვიცხოვრებ?“

არც ორლოვკაში და არც გორელოვკაში პირუტყვის რაოდენობა არ შეუმცირებიათ.

სოფელ გორელოვკას მაცხოვრებელი მჰერ ქურჩიანი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სირთულეა მათ სოფელში ჯერ არ პირუტყვის რაოდენობის შემცირების არ აპირებენ.

„ჩვენს სოფელში პირუტყვის რაოდენობა არ შეუმცირებიათ. რა თქმა უნდა, რთულია. ყველაფერი ძვირია. მაგრამ მე არ ვაპირებ პირუტყვის რაოდენობის შემცირებას. ეს ჩემი სამსახურია, ჩემი ერთადერთი საარსებო საშუალება. თუ ძროხა არ მეყოლება, სოფელში კიდევ რა უნდა ვქნა“, – ამბობს ის.

რძის 30 თეთრად 1 ლარად გაყიდვა სოფლის მაცხოვრებლების შრომას არ ამართლებს.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მაცხოვრებლები პირუტყვის რაოდენობის შემცირებაზე ფიქრობენ, ჯერ ამის კეთებას არ ბედავენ, რადგან ამას ერთადერთ საარსებო საშუალებათ მიიჩნევენ.

ფოტო: Jnews-ის არქივიდან

გევორგ ჯანოიან